saqarTvelos arxebi - sadaxlos arxi

 

სარწყავი არხი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის ვაკეზე. საზრდოობს მდინარე დებედის წყლით. სათავეს იღებს სოფელ სადახლოს ზემოთ დაახლოებით 3 კმ-ზე. მაგისტრალური არხის სიგრძეა 10,2 კმ. მაქსიმალური გამტარუნარიანობა - 1,0 მ3/წმ. რწყავს მარნეულის მუნიციპალიტეტის მიწებს (1210 ჰა). ექსპლუატაციაშია 1930 წლიდან.